Wednesday, 29 August 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

     
        ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების რუბრიკების სხვადასხვა ნიმუშები და მიზნები.
   ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე და შევქმენით შეფასების ინსტრუმენტი.  გავიხსენეთ POWER POINT-ში მუშაობა.

Monday, 27 August 2018

მესამე დღის რეფლექსია

             
          ტრენინგის მესამე დღეს მუშაობა დავიწყეთ  იმით, რომ ჩვენი თემის მიხედვით შევარჩიეთ ესგ ინდიკატორები. შევიმუშავეთ სამიზნე კითხვები და შედეგები. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის ახლებურ ვერსიას. ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები:


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს მუსიკამ ადამიანზე?

თემატური კითხვები
·         რა მსგავსება-განსხვავებებია მე-19 ს-ნის ქალაქურ მუსიკასა და თანამედროვე ქართულ მუსიკას შორის?
·         სიმღერა „სულიკოს“ როლი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში..

შინაარსობრივი კითხვები
·         რა ვიცით ა. წერეთლის ცხოვრების შესახებ?
·         რომელი სიმღერები იცით ა. წერეთლის ტექსტის მიხედვით შექმნილი?
·         რა ღონისძიებები მივმართავთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და დავიწყებას არ მიეცეს სიმღერა „სულიკო“?

Friday, 24 August 2018

მეორე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის მიერ შერჩეული თემები, რის შესახებაც გამოითქვა  სხვადასხვა აზრები და შეხედულებები.
   შევქმენით ბუკლეტის სხვადასხვა ნიმუშები, რისთვისაც დაგვჭირდა ''word''-ში მუშაობა. საბოლოოდ კი ტრენერისაგან მივიღეთ დავალება: გადავხედოთ ეროვნული სასწავლო გეგმის ინდიკატორებს საგნის მიხედვით.
 

Wednesday, 22 August 2018

პირველი დღის რეფლექსია

         სამეცადინო დღე ქ-ნ შორენასთან ერთად დაიწყო სასიამოვნოდ.  მოხდა ურთიერთ გაცნობა.
         ტრენერი ნათლად და გასაგებად გვიხსნიდა ყოველ დეტალს. გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოს, რომელიც მეტად მრავალფეროვანი და ბევრის მომცემია თითოეული პედაგოგისათვის. მოვახდინეთ სახელმძღვანელოს მიხედვით მუშაობა და სხვადასხვა მოდულების განხილვა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. ეს სახელმძღვანელო  გვეხმარება სწორად და საინტერესოდ გავაკეთოთ სასწავლო პროექტები რათა  მოხდეს მოსწავლეთა დაინტერესება და მაღალი შედეგის მიღება. პორთფოლიოსათვის შევქმენით ახალი საქაღალდეები, რომელშიაც შევინახეთ  საჭირო რესურსები. გავეცანით სასწავლო პროექტების სხვადასხვა ნიმუშებს, რომელიც დაგვეხმარება ახალი პროექტების შექმნაში. შევქმენით  ახალი ბლოგი.
    დღევანდელი დღე ნაყოფიერად წარიმართა.