სამეცადინო დღე ქ-ნ შორენასთან ერთად დაიწყო სასიამოვნოდ. მოხდა ურთიერთ გაცნობა.
ტრენერი ნათლად და გასაგებად გვიხსნიდა ყოველ დეტალს. გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოს, რომელიც მეტად მრავალფეროვანი და ბევრის მომცემია თითოეული პედაგოგისათვის. მოვახდინეთ სახელმძღვანელოს მიხედვით მუშაობა და სხვადასხვა მოდულების განხილვა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. ეს სახელმძღვანელო გვეხმარება სწორად და საინტერესოდ გავაკეთოთ სასწავლო პროექტები რათა მოხდეს მოსწავლეთა დაინტერესება და მაღალი შედეგის მიღება. პორთფოლიოსათვის შევქმენით ახალი საქაღალდეები, რომელშიაც შევინახეთ საჭირო რესურსები. გავეცანით სასწავლო პროექტების სხვადასხვა ნიმუშებს, რომელიც დაგვეხმარება ახალი პროექტების შექმნაში. შევქმენით ახალი ბლოგი.
დღევანდელი დღე ნაყოფიერად წარიმართა.
No comments:
Post a Comment